пятница, 14 мая 2010 г.

1.პროექტის სახელი "ბერიკაობა"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები ინდივიდუალურად
ამზადებენ ნიღბებს და შეძლებისდაგვარად სკოლაში აწყობენ შესაბამის წარმოდგენებს
3. პროექტის სრული აღწერა
პირველ ეტაპზე მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს უძველეს სახალხო დღესასწაულზე "ბერიკაობა" ისტ ტექნოლოგიების საშუალებით.
მეორე ეტაპზე – მოეწყობა ექსკურსია ძველ თბილისში, დაათვალიერებენ
ა. მონასელიძის ქანდაკებას "ბერიკაობა". (ბარათაშვილის ხიდთან)
მესამე ეტაპზე – მოსწავლეები დაამზადებენ სხვადასხვა მასალისგან ნიღბებს.
მეოთხე ეტაპზე – მოსწავლეები შეისწავლიან იმ მოძრაობებსა და როლებს, რაც მათ მიერ წარმოდგენილ პერსონაჟებს ახასიათებთ.
მეხუთე ეტაპი – პრეზენტაცია
4. მონაწილეთა ასაკი – 9 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა–2010 წლის 15 აპრილიდან ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტში, ენციკლოპედიაში, ნახატის შესრულება, ნიღბების დამზადება, ექსკურსია, პლასტიკის დახვეწა,პრეზენტაცია.
7. მოსალოდნელი შედეგები: ცოდნის გაფართოება, როლების შესასრულებლად ლექსებისა და დიალოგების შესწავლა, ნიღბების დამზადება, თეატრალური წარმოდგენა.
8. სარგებელი სხვებისთვის გაეცნობიან უძველეს ქართულ დღესასწაულს "ბერიკაობა".
9. სამუშაო ენ– ქართული
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ქართული–ლექსები, მოთხრობები, ბუნება– თემა "ცოცხალი სამყარო",
ხელოვნება–სხვადასხვა ნიღბების დამზადება.

Постоянные читатели